05:45 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-02 15:48:56, 1987 ნახვა

პოლიტიკა
აბაშიშვილი: ნულოვანი კონსენსუსით მიღებული კონსტიტუციის პროექტი დიდი საფრთხის ქვეშ დააყენებს დემოკრატიულ პროცესებს

 “ნულოვანი კონსენსუსით მიღებული კონსტიტუციის პროექტი დიდი საფრთხის ქვეშ დააყენებს დემოკრატიულ პროცესებს”,-ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა  განაცხადა.

"კონსტიტუციის პროექტთან  დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს ნულოვანი კონსენსუსი. პრაქტიკულად საკონსტიტუციო კომისაში მონაწილე არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ, არცერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, არც სახალხო დამცველმა არ დაუჭირა მხარი კონსტიტუციის პროექტს და შესაბამისად,  ჩვენ ვიღებთ დოკუმენტს, რომელიც შეეხება თითოეული ადამიანის ცხოვრების წესს, ქვეყნის ბედს ისე, რომ მასზე არის მხოლოდ ერთი პარტიის თანხმობა", - აღნიშნა აბაშიშვილმა.

 გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, შეუძლებელია, დემოკრატიის პირობებში ასეთი ტიპის დოკუმენტს ეწოდოს კონსტიტუცია, იგი ძალიან შორსაა ლეგიტიმაციისგან.

 “მნიშვნელოვანია, გამოიკვეთოს საერთო წერტილები იმისა, თუ სად შეიძლება მოხერხდეს კონსენსუსი. ჯერ კიდევ არის ამისი დრო, არ არის საჭირო პროცესის ფორსირება. ჯერ კიდევ არ არსებობს ვენეციის კომისიის დასკვნა და სრულიად გაუგებარია განცხადებები ივნისში ორი მოსმენით კონსტიტუციის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც დეკლარირებულია განცხადება, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა უნდა იყოს გათვალისწინებული. ნულოვანი კონსენსუსით ასეთი დოკუმენტის მიღება ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ დააყენებს ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს",- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

 აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრებს გააგრძელებს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics