23:58 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-01 16:47:56, 2354 ნახვა

მსოფლიო
აზებაიჯანის გენერალური პროკურატურა: მუხთარლი მესაზღვრეების მოთხოვნას არ დაემორჩილა და გაქცევა სცადა

აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა და გენერალურმა პროკურატურამ ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

"1974 წელს დაბადებული აფგან მუხთარლი სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა ბელაქანის რაიონის ტერიტორიაზე 29 მაისს, 22:40 საათზე დააკავეს. მისი დაკავება იმის შემდეგ მოხდა, რაც მან საქართველოს მხრიდან საკონტროლო-გამშვები პუნქტის გვერდის ავლით პირადობის მოწმობის გარეშე აზერბაიჯანის საზღვარი გადაკვეთა. ის არ დაემორჩილა სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას და დაკავებისას გაქცევა სცადა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, აფგან მუხთარლის წინასწარი 3-თვიანი პატიმრობა შეეფარდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics