23:23 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-31 18:33:55, 2766 ნახვა

სამართალი კომენტარი
ლეილა მუსტაფაევა: აზერბაიჯანში გირაოს პრაქტიკა არ არსებობს, თუ ადამიანი პოლიტიკური მოტივით არის დაკავებული

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლის ლეილა მუსტაფაევას ინფორმაციით, აფგან მუხთარლის სასამართლო პროცესი ამ დრომდე მიმდინაროებს.

როგორც მუსტაფაევამ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, მის მიუღლეს ბრალი 3 მუხლით წაუყენეს.

"ჩემ მეუღლეს ბრალი 3 მუხლით წაუყენეს, კერძოდ სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევის, საზღვრის უკანონო კვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებით. რაც შეეხება გირაოს, აზერბაიჯანში არ არსებობს მსგავსი პრაქტიკა, თუ ადამიანი დაკავებულია პოლიტიკური მოტივით. გადაწყვეტილებამდე სასამართლო ჯერ არ მისულა, რადგან პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება", - განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ.

მან აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებას ბრალი დასდო მისი მეუღლის გაუჩინარებაში.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისში 29 მაისს გაუჩინარდა. მისი მეუღლის, ლეილა მუსტაფაიევის და მისი მეგობრის დაშგინ აღალარლის თქმით, ბოლო პერიოდში, აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ აზერბაიჯანელები, უთვალთვალებდნენ.
30 მაისს აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ  აფგან მუხთარლი ბაქოში მალულად გადაიყვანეს და დააპატიმრეს.

ცნობისთვის, აფგან მუხთარლი აზერბაიჯანიდან დევნილი საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტია, რომელიც ღიად გამოხატავდა აზერბაიჯანელი მთავრობის წინააღმდეგ მოსაზრებებს. 2015 წლის ინავრიდან ის საქართველოში ცხოვრობს, მის მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად, აფგანი თავისუფალ ჟურნალისტად მუშაობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics