21:57 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-31 15:08:36, 2236 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი: საქართველოს ტერიტორიიდან ადამიანის გაქრობა, ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის სერიოზული გამოწვევაა

„ადამიანის გაქრობა საქართველოს ტერიტორიიდან, იქნება ეს ზღვით, ჰაერით, ხმელეთით, დედაქალაქიდან თუ საზღვრიდან, სახელმწიფოებრიობისთვის და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტისთვის სერიოზული გამოწვევა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, სახელმწიფომ უნდა დაიცვას თავისი პრესტიჟიც და მოქალაქეების დაცულობაც.

 „ჟურნალისტ აფგან მუხთარლის ადვოკატის განცხადება ძალიან მძიმეა რამდენიმე თვალსაზრისით. პირველ რიგში, ჩვენ ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ საქართველოს აქვს როგორც ჟურნალისტიკის, ისევე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ლიდერის როლი რეგიონში. ეს არის ჩვენი სიამაყეც, მაგრამ ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის სუვერენიტეტის შემადგენელი ნაწილი. ამ თვალსაზრისით, ამ სტანდარტის დაცვა ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაცვის საკითხია. ის განცხადებები, რომელიც გაკეთდა ადვოკატის მიერ, აუცილებლად ბოლომდე გასააზრებელია და გასაანალიზებელია, რადგან საქართველოს ტერიტორიიდან, იქნება ეს ზღვით, ჰაერით, ხმელეთით, საქართველოს დედაქალაქიდან თუ საზღვრიდან - ადამიანის გაქრობა არის კიდევ ერთხელ ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტისთვის სერიოზული გამოწვევა, რომლის კონტექსტშიც ბუნებრივია, სახელმწიფომ უნდა დაიცვას თავისი პრესტიჟიც და მოქალაქეების დაცულობაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისში გუშინ გაუჩინარდა. მისი მეუღლის, ლეილა მუსტაფაიევის და მისი მეგობრის დაშგინ აღალარლის თქმით, ბოლო პერიოდში, აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ აზერბაიჯანელები, უთვალთვალებდნენ.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აფგან მუხთარლი, ბაქოში მალულად გადაიყვანეს. ადვოკატის ცნობით, ჟურნალისტი საქართველოდან ნაცემ მდგომარეობაში გადაიყვანეს. 

ცნობისთვის, აფგან მუხთარლი აზერბაიჯანიდან დევნილი საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტია, რომელიც ღიად გამოხატავდა აზერბაიჯანელი მთავრობის წინააღმდეგ მოსაზრებებს. 2015 წლის ინავრიდან ის საქართველოში ცხოვრობს, მის მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად, აფგანი თავისუფალ ჟურნალისტად მუშაობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics