19:02 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-27 18:13:43, 2519 ნახვა

სამართალი კომენტარი
გვენეტაძე: ლევან მურუსიძის მოსამართლედ უვადოდ დანიშვნის საკითხი, ჯერ განხილვას არ ექვემდებარება

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლედ, არ დანიშნულა.

როგორც გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული საკითხის განხილვა დროებით გადაიდო.

"საბჭოზე ასეთი საკითხი ჯერ განხილვას არ ექვემდებარება", - აღნიშნა გვენეტაძემ,

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს კენჭი 11 მაისს უყარეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ  პალატაში ხუთივე ვაკანსია შეივსო. 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნენ: ილონა თოდუა, მერაბ ლომიძე,  მარიამ ცისკაძე, და თეა ძიმისტარაშვილი. უვადო მოსამართლედ დაინიშნა მიხეილ ჩინჩალაძე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატაში არსებული 5 ვაკანსიიდან 4 შეივსო. გამოსაცდელი ვადით მოსამართლეებად დაინიშნენ: ირაკლი ბონდარენკო, თამარ ზამბახიძე და გელა ქირია. მოსამართლე ოთარ სიჭინავა უვადო მოსამართლედ გამწესდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატაში არსებული 7ვაკანსიიდან მხოლოდ 3 შეივსო. გამოსაცდელი ვადით დაინიშნენ: მურმან ისაევი, რევაზ ნადარაია და შორენა ყავლაშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics