19:03 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-27 17:39:39, 2167 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პაოლო ალი: ვაფასებთ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს

ჩვენ გვაქვს მართლაც შესანიშნავი მხარდაჭერა საქართველოსგან და ძალიან ვაფასებთ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, - ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ალიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ისტორიაში, ეს არის მეხუთე შემთხვევა, როდესაც სესია არაწევრ ქვეყანაში იმართება.

„ძალიან მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია უმშვენიერეს ქალაქ თბილისში იმართება. ეს ნატო-ს პოლიტიკური ნებაა, რაც ჩვენს მხარდაჭერაში გამოიხატება და ამით ხაზი გაესვა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართულებით. ძალიან იშვიათია, როცა ნატო-ს სესია არაწევრ ქვეყანაში იმართება. ეს მხოლოდ მეხუთე შემთხვევაა ალიანსის ისტორიაში. ჩვენი შეხვედრის მთავარი თემა იყო სტაბილურობა რეგიონში, ასევე გლობალური უსაფრთხოება. ჩვენ გვაქვს მართლაც შესანიშნავი მხარდაჭერა საქართველოსგან და ძალიან ვაფასებთ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, - განაცხადა პაოლო ალიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics