09:26 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-27 12:52:09, 2295 ნახვა

კომენტარი სამხედრო
ლევან იზორია: საქართველო საერთაშორისო მისიებში 871 სამხედრო მოსამსახურით არის წარმოდგენილი

თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, საერთაშორისო მისიებში საქართველოს თანამონაწილეობის ხარისხი ძალიან მაღალია.

ამის შესახებ მინისტრმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც იზორიამ აღნიშნა, საქართველო საერთაშორისო მისიებში 871 სამხედრო მოსამსახურით არის წარმოდგენილი.

„მოგეხსენებათ,ჩვენი ქვეყანა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი იმ საქმისა, რასაც ჰქვია საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ჩვენ წარმოდგენილი ვართ საერთაშორისო მისიებში, როგორც ავღანეთში, ისე ცენტრალური აფრიკის ქვეყანაში და ერთი ოფიცრით მალიში. ეს არის კიდევ ერთხელ გამოხატულება იმისა, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში ვიზრუნოთ უსაფრთხოებაზე, არამედ თქვენთან ერთად მსოფლიოში, რომ ხელი შევუწყოთ, წესებზე დაფუძნებული მსოფლიოს უზრუნველყოფას, რაც მნიშვნელოვანია გარანტია, როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე თითოეული თქვენი ქვეყნის დემოკრატიული და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს არსებობისთვის“, - განაცხადა ლევან იზორიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics