21:23 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-22 09:51:29, 1637 ნახვა

საზოგადოება
„დელტა“: სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის აქტიური მუშაობის შედეგად, კახეთის რამდენიმე რაიონში მძლავრი ატმოსფერული პროცესები მნიშვნელოვნად შესუსტდა

სსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 20 მაისს კახეთის ექვს რაიონში 3714 კმ2  ფართობის მქონე ფრონტალურ სეტყვასაშიშ ღრუბლის მასებზე მოახდინა აქტიური ზემოქმედება, რისთვისაც 230  ერთეულამდე რაკეტა იქნა გასროლილი.

ინფორმაციას სსსტც „დელტა“ ავრცელებს.

„რაკეტების სროლები მნიშვნელოვანი შეზღუდვების პირობებში განხორციელდა, რადგან გაუარესებული ამინდის გამო საჰაერო სივრცე საფრენი აპარატებით იყო გადატვირთული, რაც რაკეტების დროულად გასროლის შემაფერხებელი ფაქტორია.

სისტემის მართვის ცენტრის მიერ დღის 11:00 საათიდან კახეთის რეგიონში ჩრდილო-დასავლეთი მიმართულებიდან დიდი ფართობის მქონე ჩამოყალიბებული სეტყვასაშიში ფრონტალური ღრუბლის მასების შემოსვლა დაფიქსირდა.
ღრუბელმა ეტაპობრივად მოიცვა ახმეტის, თელავის, გურჯაანის, ყვარელის, სიღნაღის და ლაგოდეხის რაიონები.

მეტეოროლოგიური რადიოლოკატორიდან მიღებული მონაცემების მიხედვით სეტყვის მოსვლის ალბათობა 100 % იყო, მოსალოდნელი მარცვლების ზომა კი 40-50 მმ. პროცესებს თან დაერთო ადგილობრივად შიდამასიური ღრუბლის მასების ფორმირებაც, რაც სეტყვასაშიში პროცესების დამატებით გაძლიერების წინაპირობაა.

12:04 საათზე და  18:08 სთ-დან  20:41 სთ-მდე 70 ერთეულ სეტყვასაშიშ ღრუბლის კერაზე სარაკეტო დამუშავება ეტაპობრივად განხორციელდა.

აქტიური ზემოქმედების შედეგად მოხერხდა რეგიონში შემოსული სეტყვასაშიში ნალექის არსებულ მასშტაბებში ლოკალიზება და მისი შემდგომი გაძლიერების თავიდან არიდება.
ნალექის მასა აღნიშნულ ექვს რაიონში წვიმის და ნაწილობრივ სეტყვის სახით ჩამოიცალა“,-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოში არსებული ვითარების შესახებ რეზოლუციის პროექტს
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
„თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
"საქართველოს ბანკის" მობილბანკიდან უცხოურ ბანკში გადარიცხვების ფუნქციონალი სრულად განახლდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics