16:14 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-19 16:40:35, 1991 ნახვა

სამართალი კომენტარი
საპატრიარქოს იურისტი: პროკურატურის შუამდგომლობა დღეს უფრო კონკრეტული და არგუმენტირებული იყო

საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე არსებითი განხილვის სხდომის დახურვის გადაწყვეტილების თაობაზე,  ცალსახა დასკვნის გაკეთება უჭირს.

როგორც ქარჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურის შუამდგომლობა წინა შუამდგომლობისგან  განსხვავებით, უფრო კონკრეტული და არგუმენტირებული იყო.

„პროკურატურის შუამდგომლობა წინა შუამდგომლობისგან განსხვავებით, იყო უფრო კონკრეტული და უფრო არგუმენტირებული. მინდა, სამართლებრივად ობიექტური ვიყო და აგიხსნათ რასთან გვაქვს საქმე. თუ ჩვენ ვთანხმდებით და რასაც ნაწილობრივ ადვოკატებიც დაეთანხმნენ, რომ აუდიო ვიდეო ჩანაწერის ნაწილში შესაძლებელია დაიხუროს (ბრალდების ნაწილში, რაც მკვლელობის მომზადებას ნიშნავს, სწორედ მისი მაკვალიფიცირებელი ნიშნებია ამ აუდიო-ვიდეო ჩანაწერში), სხვა მოწმეთა დაკითხვა ჩემთვის უინტერესო იქნება, თუ ვთანხმდებით, რომ ეს აუდიო-ვიდეო ნაწილი უნდა დაიხუროს, ჩემთვის ნაწილი ღიაც რომ იყოს, ძირითადი ნაწილი საქმის მაინც გაუგებარი იქნება, ვერ გავაკეთებ შესაბამის ანალიზს, აუდიო-ვიდეო ჩანაწერში რამდენად არის საკმარისი მტკიცებულება ბრალის დადასტურებისათვის. აქედან გამოდინარე, ცალსახა დასკვნის გაკეთება დღეს  გამიჭირდება“,-აღნიშნა ქარჩავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics