14:46 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-19 12:36:10, 2131 ნახვა

სამართალი კომენტარი
დეკანოზი გიორგი მამალაძე: ჩემთვის გაცხადებულ იქნა, რომ ვაპირებდი პატრიარქის მოკვლას

დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის განცხადებით, დაკავებისას დაირღვა მისი, როგორც ბრალდებულის, უფლებები.

როგორც სასამართლო სხდომაზე გიორგი მამალაძემ განაცხადა, პროკურატურაში მისვლამდე რეალურად მას არ განუცხადეს, რა ხდებოდა.

"მანქანაში ჩემთვის გაცხადებულ იქნა,  რომ ვაპირებდი პატრიარქის მოკვლას",-აღნიშნა მამალაძემ.

 ამასთან, დეკანოზის განმარტებით,  მხოლოდ პროკურატურაში მისვლამდე რამდენიმე წუთით ადრე უთხრეს, რომ  დაკავებული იყო.

მისივე თქმით, ჩხრეკაც პროკურატურაში განხორციელდა.

მამა გიორგი მამალაძეს მოსამართლემ ბრალდება გააცნო. დეკანოზმა აღნიშნა, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ სცნობს.

შეგახსენებთ, ე.წ. ციანიდის საქმეზე არსებითი განხილვის პირველი სხდომა მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics