22:50 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-18 16:11:57, 2033 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო უწყება: საგამოძიებო და სამართალდამცავი ორგანოების შერწყმა ოკუპირებული რეგიონის ანექსიის პროცესის მკაფიო დასტურია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს მიმდინარე  წლის 18 მაისს რუსეთის ფედერაციასა და სოხუმში მის საოკუპაციო რეჟიმს შორის ე.წ. შეთანხმების ხელმოწერას „შინაგან საქმეთა უწყებების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ფორმირებისა და საქმიანობის წესის თაობაზე".

როგორც საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის რეგიონში შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნა, ხოლო ახლა საგამოძიებო და სამართალდამცავი ორგანოების შერწყმა, რომლებსაც ინტეგრაციის შესახებ 2014 წლის ე.წ. ხელშეკრულება ითვალისწინებდა, ოკუპირებული რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პროცესის მკაფიო დასტურს წარმოადგენს.

„ე.წ. შეთანხმება სრულად უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ისეთ ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, როგორებიცაასახელმწიფოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობა. ეს არის რუსეთისფედერაციის გამიზნული ქმედება, რომ ხელი შეუშალოს საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას, რომელსაც მხარსუჭერს საერთაშორისო თანამეგობრობა. მსგავსი ქმედებები ხელს უწყობს რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციას, ასევე ზიანს აყენებსჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე უკანონო პროცესები კიდევ ერთხელ ცხადყოფს მტკიცე და კონსოლიდირებულისაერთაშორისო ძალისხმევის აუცილებლობას. მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ქმედითი ზომები მიიღოს საქართველოსოკუპირებული რეგიონების ანექსიის პრევენციისა და დეოკუპაციის მიზნით“,-აღნიშნულია  განცხადებაში.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics