22:49 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-18 14:17:52, 2156 ნახვა

პოლიტიკა
ქვემო ქართლის გუბერნატორად გრიგოლ ნემსაძე დაინიშნა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის თანამდებობაზე გრიგოლ ნემსაძე დაინიშნა. 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესაბამის ბრძანებას საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა.  

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, გრიგოლ ნემსაძე პროფესიით ეკონომისტია და მას კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 

იგი მუშაობდა საბანკო სექტორში წამყვან თანამდებობებზე. გრიგოლ ნემსაძე დღემდე იკავებდა სააქციო საზოგადოება „ევექსის“ (ამჟამად სს GHG ) საოპერაციო დირექტორის პოსტს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics