19:37 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-16 16:52:28, 2511 ნახვა

საზოგადოება მსოფლიო
ლუჟკოვი ქართული მხარის გადაწყვეტილებას მის ბოლო ვიზიტს უკავშირებს

მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, მისი ე.წ. შავ სიაში შეყვანასთან დაკავშირებით, არ არის განპირობებული მისი ვიზიტით ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთში.

როგორც ლუჯკოვმა აღნიშნა, ქართული მხარის გადაწყვეტილება საქართველოში მის ბოლო ვიზიტს მოჰყვა.

"საქართველოში ჩემს ჩასვლამდე, მათ არანაირი გადაწყვეტილება არ ჰქონდათ მიღებული. ამის შემდეგ კი ჩემი ჩასვლა საქართველოში პრობლემად იქცა და ე.წ. შავ სიაში შემიყვანეს. ეს მოხდა იმის გამო, რომ საქართველოში ვიყავი ჩასული და არა იმის გამო, რომ სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს ვეწვია", - განაცხადა ლუჟკოვმა.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოში იმყოფებოდა. ლუჟკოვის სტუმრობა საზოგადოების ნაწილმა მწვავედ გააკრიტიკა, რადგან მან ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ვიზიტებით, ოკუპაციის შესახებ კანონი არაერთხელ დაარღვია.  

ცნობისთვის, შს მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოში ვეღარ ჩამოვა და ის ე.წ. შავ სიაში იქნება შეყვანილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics