22:49 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-16 14:06:38, 1721 ნახვა

პოლიტიკა
კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის ჩატარება დამატებით რამდენიმე ქალაქში იგეგმება

ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრის ირმა ინაშვილის ინფორმაციით, კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის ჩატარება კიდევ რამდენიმე ქალაქში იგეგმება.

კერძოდ, ინაშვილის თქმით, განხორციელდება შეხვედრების მეორე ტურის ორგანიზება და სავარაუდოდ ამის შემდეგ გაიმართება საყოველთაო განხილვა თბილისში. ინაშვილი ამბობს, რომ დეტალები ზუსტდება:

" მიდის დაზუსტება ტექნიკური დეტალების, რა ფორმატში განაგრძოს საკონსტიტუციო კომისიამ საჯარო განხილვები. როგორც დღეს ითქვა, კიდევ რამდენიმე ქალაქში დამატებით იქნება შეხვედრები, ანუ მეორე ტურის ორგანიზება მოხდება და შემდეგ იქნება შეხვედრები თბილისში",-განაცხადა ინაშვილმა.

 მისივე შეფასებით, არ არსებობს გარანტია,  ცვლილებების განხილვა თბილისში აღარ ჩაიშლება.

"თუ ჩვენ გვინდა პროცესი  მივიდეს ბოლომდე, ეს შეხვედრები უნდა შედგეს, ან უნდა დასრულდეს. თუ შეხვედრების ფორმატი გაგრძელდება, ამასობაში ხელისუფლებისგან უნდა გვესმოდეს ინიციატივებიც. მაგალითად, მე რომ ვიყო ხელისუფლება, გავხსნიდი ფორმატს პარალელურ რეჟიმში ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის, რომ ვიცოდე ისინი რას გვთავაზობენ, მე რაზე ვარ მზად. ასეთი შეხვედრა იგეგმება საყოველთაო განხილვის შემდეგ და პროცესი მწიფდება,  ემოციები მძლავრობს",-განაცხადა ინაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics