21:48 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-15 22:12:40, 1874 ნახვა

პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძის ორმხრივი შეხვედრები სლოვაკეთში

სლოვაკეთში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრ პეტერ გაიდოშთან და საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივან ივან კორჩოკთან.

სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრებზე სლოვაკეთის მხარეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის, აგრეთვე, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში უკვე განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა.

თავის მხრივ, სლოვაკეთის მხარის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ სლოვაკეთის ხელისუფლება მომავალშიც განაგრძობს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ხელშეწყობას.

სახელმწიფო მდივანმა ივან კორჩოკმა აღნიშნა, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას. ამ კუთხით, ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის მნიშვნელობას და  საქართველოს, როგორც პროექტის მონაწილე ლიდერი ქვეყნის მიერ დაფიქსირებულ პროგრესს. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა
პოეტი ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics