|
2017-05-15 16:22:14, 2149 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილმა პანკისის ხეობაში მდებარე სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორთან, დაგლას ბოლისთან და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორთან, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, პანკისის ხეობაში, ქვემო ხალაწანიში USAID-ის პროექტის Zrda ფარგლებში შექმნილი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა. მინისტრი ადგილობრივ უხუცესებს, მოსახლეობას, მათ შორის, ფერმერებს და სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარების მიზნით აშენებულ საოჯახო სასტუმროების მფლობელებს შეხვდა. „სახელმწიფო, დონორ ორგანიზაციებთან ერთად, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. პანკისის ხეობაში დღეს უკვე გვაქვს რამდენიმე წარმატებული მაგალითი, რომელიც დაფინანსებულია, ერთი მხრივ, სახელმწიფოს მიერ, ხოლო მეორე მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა კოორდინაცია დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებსა და სახელმწიფოს მიერ წახალისებულ პროექტებს შორის, რაც ხელს უწყობს თანხის უფრო ეფექტიან ხარჯვას”, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა. პროექტი Zrda პანკისის ხეობის ოთხივე თემში მოსახლეობას დახმარებას უწევს საკუთარი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობის გზით. გარდა ამისა, პროექტი ტექნიკურ დახმარებას უწევს რეგიონის ცნობადობის გაზრდას პანკისის ხეობაში წარმოებული პროდუქციის ბრენდის ფორმირებისა და ადგილობრივი ტურიზმის განვითარების გზით. პროექტის ფარგლებში, პანკისის ხეობაში უკვე მოეწყო სასათბურე სადემონსტრაციო ნაკვეთები და მიმდინარეობს ბოსტნეულის ჩითილების წარმოება, რაც ფერმერებს შემოსავლების მიღების გაზრდაში დაეხმარება. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივმა ფერმერებმა აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამითაც ისარგებლეს, რომელსაც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდთან (IFAD) ერთად. პროგრამის ფარგლებში ფერმერებმა შეიძინეს ხელის ტრაქტორები და ხელსაწყოები, რომლის ღირებულების 90% სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ დააფინანსა. (NS)
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)