|
2017-05-15 13:50:10, 1732 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას ეროვნული აკრედიტაცია მიენიჭა
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას ეროვნული აკრედიტაცია მიენიჭა. ლაბორატორიის სსტ ისო/იეკ 17025:2010-ის სტანდარტთან შესაბამისობა აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ დადებითად შეფასდა. ის ფაქტი, რომ ლაბორატორია და ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევები აკრედიტებულია, გულისხმობს, რომ ლაბორატორიის მიერ გაცემული შედეგები არის უტყუარი, ზუსტი და ობიექტური. აკრედიტაციის მინიჭების პროცესი რამდენიმე საფეხურს მოიცავდა. პირველ ეტაპზე, საერთაშორისო აღიარების მქონე მააკრედიტებელი ორგანოს, აკრედიტაციის ცენტრის ექსპერტებმა ჩაატარეს მონიტორინგი, თუ რამდენად პასუხობდა ლაბორატორიაში დანერგილი მეთოდები, პროცედურები, დოკუმენტაცია, არსებული დანადგარები და პერსონალის კვალიფიკაცია სსტ ისო/იეკ 17025:2010 -ის მოთხოვნებს. შეფასების დასრულების შემდეგ, აკრედიტაციის ცენტრმა გასცა რეკომენდაციები, რომლებიც ლაბორატორიამ მცირე დროში განახორციელა და შედეგად, სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად, აკრედიტებულია, სოფლის მეურნეობის სამინისტროს როგორც თბილისის, ისე რეგიონული ლაბორატორიები. აკრედიტაციის სფეროები რეგიონების მიხედვით: • თბილისის ზონალურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია აკრედიტაციის სფერო: სასურსათო პროდუქტი, ცხოველთა საკვები, ვეტერინარული ნიმუშები, მცენარეული ნიმუშები, საკვები პროდუქტები (გმო). • ახალციხის ზონალურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია აკრედიტაციის სფერო: სასურსათო პროდუქტი, ცხოველთა საკვები, ვეტერინარული ნიმუშები. • ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია აკრედიტაციის სფერო: სასურსათო პროდუქტი, ცხოველთა საკვები, ვეტერინარული ნიმუშები. • ბათუმის რეგიონული ლაბორატორია აკრედიტაციის სფერო: ვეტერინარული ნიმუშები, მცენარეული ნიმუშები.
(NS)
„ჩვენ გვჭირდება შემაკავებელი ორდერი“- ტრამპი მელონის კიდევ ერთხელ დასცინის
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)