07:50 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-11 16:22:19, 836 ნახვა

სამხედრო
კიბერუსაფრთხოების ბიუროს საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის თავდაცვის ატაშეები ესტუმრნენ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების თავდაცვის ატაშეები ესტუმრნენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ატაშეებს კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა, როდიონ ქორჩილავამ უმასპინძლა, ვიზიტისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მათთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.

უწყების ცნობით, ბიუროს ხელმძღვანელობამ უცხოელ სტუმრებს კიბერუსაფრთხოების ბიუროს დაარსების, მიზნების, ამოცანებისა და სტრუქტურის შესახებ  პრეზენტაცია წარუდგინა და გაწეული საქმიანობისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. სტუმრებს კიბერშეტევის პრაქტიკული მაგალითიც წარედგინა.

ბიუროს დირექტორმა და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობისა და ერთობლივ სწავლებებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და კიბერუსაფრთხოების ბიუროს ერთ-ერთ პრიორიტეტად ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავება დაასახელეს.

მოგვიანებით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

სამხედრო ატაშეების ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა წლიური გეგმის ფარგლებში გაიმართა.

სამხედრო ატაშეების ასოციაცია საქართველოში აკრედიტებულ და არარეზიდენტ 35 დიპლომატს აერთიანებს. თავდაცვის ატაშეების გაერთიანების მიზანია, პირველი წყაროებიდან მიიღოს ინფორმაცია და საქართველოს უსაფრთხოების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ საკუთარი ქვეყნის სამხედრო უწყების ხელმძღვანელობას გადამოწმებული და სარწმუნო ინფორმაცია მიაწოდოს. სამხედრო ატაშეები საქართველოს სამხედრო უწყებასთან, ორმხრივი სამხედრო გეგმის ფარგლებში თანამშრომლობენ.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics