11:49 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-11 11:43:14, 2203 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ნიკოლას ბერლინერი: მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში არსებობდეს რწმენა სასამართლო სისტემის მიმართ

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილის ნიკოლას ბერლინერის განცხადებით, აშშ საქართველოში სასამართლო სისტემის რეფორმას მხარს უჭერს.

როგორც ელჩის მოადგილემ აღნიშნა, თავისუფალი მართლმსაჯულება ქვეყნის ეკონომიკური და სხვა მხრივ განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ამერიკის საელჩო ჩართულია ამ პროცესში უკვე დიდი ხანია და მხარს უჭერს სასამართლო სისტემის რეფორმირებას. რა თქმა უნდა თავისუფალი მართლმსაჯულება არის უმნიშვნელოვანესი ქვეყნის ეკონომიკური და სხვა მხრივ განვითარებისთვის. არსებობს გარკვეული პრობლემები, სისუსტეები და ზუსტად ამაზე ვსაუბრობდით დღეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში არსებობდეს რწმენა სასამართლო სისტემის მიმართ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ხდება კანონზე დაფუძნებით. რა თქმა უნდა ერთიანად ამ პრობლემის გადაჭრა რთულია, ამას დიდი მუშაობა სჭირდება“, - განაცხადა ნიკოლას ბერლინერიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics