10:27 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-08 13:15:52, 2015 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კანდელაკი: იური ლუჟკოვის საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე შემოშვება დანაშაულია

„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო“ მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროსგან განმარტებას ითხოვს.

როგორც პარტიის წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა, ლუჟკოვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების ფაქტი დანაშაულია.

„ბატონი ლუჟკოვი წლების განმავლობაში ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან მოყოლებული იყო ერთ-ერთი აქტიური მედროშე აფხაზეთის ეგრეთწოდებული დამოუკიდებლობისა, ერთ-ერთი აქტიური მედროშე იმისა რომ იქ არასდროს დაბრუნდნენ ჩვენი დევნილები და არ აღიდგინონ საკუთარი საკუთრების უფლებები. იგი არ სცემს პატივს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. მას კერძო საკუთრებაც გააჩნია აფხაზეთში. იგი არაერთხელ არის ნამყოფი ოკუპირებულ ტერიტორიაზე და თავისთავად მისი საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე შემოშვების ფაქტი არის დანაშაული, იმიტომ რომ არის დარღვევა ჩვენი კანონისა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და მოუწოდებთ შინაგან საქმეთა მინისტრს რომ გააკეთოს განმარტება იმასთან დაკავშირებით ვინ მიიღო ამ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიის შესახებ კანონის დარღვევის გადაწყვეტილება და ვინც მიიღო ეს გადაწყვეტილება უნდა დატოვოს თანამდებობა და აგოს პასუხი“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

შეგახსენებთ, მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი, რომელმაც ოკუპაციის შესახებ კანონი არაერთხელ დაარღვია, საქართველოში იმყოფება. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს განცხადება შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა გააკეთა. მან აღნიშნა, რომ მოსკოვის ექს-მერი საქართველოში ლეგალური საბუთებით შემოვიდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
ვაშინგტონმა და თეირანმა გადაწყვიტეს ჰორმუზის სრუტის გავლით უსაფრთხო გადაადგილების მექანიზმის შემუშავება
ყატარში, მსოფლიოში უდიდეს თხევადი ბუნებრივი აირის წარმოების ცენტრში აფეთქება მოხდა, 54 ადამიანი დაშავდა
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics