22:38 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-06 12:15:18, 2122 ნახვა

ეკონომიკა
აზიის განვითარების ბანკი საქართველოში ეკონომიკური რეფორმების განხორციელების მხარს უჭერს

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერი/ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, მეთიუ ფოქსს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოში ბანკის მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს.

შეხვედრას, რომელიც აზიის განვითარების ბანკის წლიური 50-ე ფორუმის ფარგლებში გაიმართა, ბანკის ალტერნატიული აღმასრულებელი დირექტორი სქოთ დოუსონი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მატკავა დაესწრნენ.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ვითარებასა და დადებით ტენდენციებზე, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარეობს. გარდა ამისა, მან ყურადღება გაამახვილა მთავრობის 4-პუნქტიან გეგმასა და იმ რეფორმებზე, რომლებიც ამ გეგმის ფარგლებში ხორციელდება. აქცენტი გაკეთდა აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერაზე, რომელიც აღნიშნული რეფორმების განხორციელებისაკენაა მიმართული.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სივრცითი განვითარების რეფორმის ფარგლებში, დაგეგმილი საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტებზე. მათ შორის, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალსა და თბილისი-ლარსის გზის პროექტებზე, რომლებიც აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით განხორციელდება.

ასევე, ყურადღება გამახვილდა საბიუჯეტო დახმარების პროგრამაზე, რომელიც მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის განხორციელების პროცესში.

 შეხვედრაზე ბანკის წარმომადგენლებმა საქართველოს დელეგაციას ეკონომიკური რეფორმების განხორციელების პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვეს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics