22:43 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-05 16:11:17, 1923 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი Nordic Investment Bank-ის პრეზიდენტს შეხვდა

ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და Nordic Investment Bank-ის პრეზიდენტმა ჰენრიკ მიქაელ ნორმანმა საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიებში ინვესტირების საკითხი განიხილეს .

შეხვედრაზე Nordic Investment Bank-ის ხელმძღვანელობის მხრიდან გამოითქვა დიდი ინტერესი საქართველოს, როგორც სტაბილურად მზარდი ეკონომიკისა და მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმების მქონე ქვეყნის მიმართ.

აღინიშნა, რომ ბანკის ხელმძღვანელობა გეგმავს საქართველოსთან თანამშრომლობას ახალი ტექნოლოგიების დანერგვის სფეროში ინვესტირების მიმართულებით.

პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა Nordic Investment Bank-ის ხელმძღვანელებს საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა და მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები გააცნო.
შეხვედრაზე განიხილეს კონკრეტული მიმართულებები, სადაც გამოიკვეთა Nordic Investment Bank-ის ინტერესები. აღინიშნა, რომ  ახალი ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით განხორციელებული ინვესტიციები საქართველოს მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს.

მხარეები, ასევე, შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობა Nordic Investment Bank-ითან სამომავლოდაც გაგრძელდება და მეტი პროექტები განხორციელდება.

Nordic Investment Bank-ის დამფუძნებელი ქვეყნებია: დანია, ესტონეთი, ფინეთი, ისლანდია, ლატვია, ლიტვა, ნორვეგია და შვედეთი.

შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ საქართველოს ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მატკავა.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics