21:00 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-04 16:02:09, 2172 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) წლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი 5-6 მაისს, იაპონიის ქალაქ იოკოჰამაში, მონაწილეობას მიიღებს აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს 50-ე წლიურ შეხვედრაში.

აღსანიშნავია, რომ ბანკის მმართველთა საბჭოში საქართველოს სწორედ ფინანსთა მინისტრი წარმოადგენს.

წლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ორმხრივ შეხვედრას გამართავს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ ტაკეჰიკო ნაკაოსთან, დაგეგმილია შეხვედრები აღნიშნული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის სხვა ხელმძღვანელ პირებთან, აგრეთვე მსხვილი საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებიც აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრაში მონაწილეობენ.

საქართველო აზიის განვითარების ბანკის წევრია 2007 წლიდან. ADB-ის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში მიმდინარეობს პროექტები და პროგრამები როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში. საქართველოში პროექტები და პროგრამები ხორციელდება ენერგეტიკის, გზის ინფრასტრუქტურისა და წყლის/წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია/მშენებლობის მიმართულებით, აგრეთვე ბიუჯეტის მხარდაჭერის პროგრამებისა და სხვადასხვა მუნიციპალური პროექტების დაფინანსების მიმართულებით.

დღეის მდგომარეობით,  ADB-ის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა 2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics