15:38 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-03 12:38:05, 2184 ნახვა

მსოფლიო
ემანუელ მაკრონის რეიტინგი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ერთი პროცენტით დაეცა

საფრანგეთის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, ემანუელ მაკრონის რეიტინგი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ერთი პროცენტით დაეცა, - ამის შესახებ Le-Monde იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, შესაბამისი გამოკითვა კომპანია CEVIPOF/IPSOS Sopra Steria - მ ჩაატარა. 

გამოკითხვის თანახმად, ამ დროისთვის მეორე ტურში მაკრონს მხარს ამომრჩეველთა 59% უჭერს, ხოლო "ნაციონალური ფრონტის" წევრ მარინ ლე პენს 41. გამოკითხვა ინტერნეტის საშუალებით 30 აპრილიდან 1 მაისის პერიოდში ჩატარდა, მასში მონაწილეობა 13 742 ადამიანმა მიიღო. 

შეგახსნებთ, რომ 23 აპრილს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ჩატარდა, მასში მონაწილეობას 11 კანდიდატი იღებდა, მათგან მეორე ტურში კი ცენტრისტი ემანუელ მაკრონი და ულტრამემარჯვენ მარინ ლე პენი გადავიდნენ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 7 მაისს გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics