21:02 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-28 18:04:57, 2627 ნახვა

ეკონომიკა
მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში შექმნილი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში  მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების  სტრატეგიის ფარგლებში შექმნილი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ნინო ჯავახაძე და გიორგი ჩერქეზიშვილი დაესწრნენ.

სამინისტროს ცნობით, სხდომაზე განიხილეს პრეზენტაცია თემაზე  ,,სსპ „აწარმოე საქართველში“: ახალი ხედვები და პერსპექტივები“ და დისკუსია ,,კერძო სექტორის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები“. შეხვედრაზე მხარეებმა  ერთმანეთს საკუთარი იდეები და გეგმები გაუზიარეს, ასევე გაეცნენ კერძო სექტორის წარმომადგენელთა ხედვას და პოზიციებს.

,,მოგეხსენებათ მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების  სტრატეგიის ფარგლებში, შექმნილი გვაქვს საკონსულტაციო საბჭო, რომელიც მთავრობის წარმომადგენლებისგან, კერძო სექტორისა და სხვადასხვა ასოციაციის წევრებისგან შედგება.  დღეს იყო ამ საბჭოს მორიგი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ განვიხილეთ  პროგრამა ,,აწარმოე საქართველოს“ შედეგები, ასევე განახლებული სააგენტოს  ,,აწარმოე საქართველოში“ სამომავლო გეგმები და ხედვები.  დღეს ჩვენ მოვისმინეთ   კერძო სექტორის წარმომადგენლების პოზიცია სხვადასხვა საკითხებზე. ზოგადად, მიგვაჩნია, რომ ეს საბჭო ძალიან კარგი პლატფორმაა კერძო და სახელმწიფო სექტორებს შორის  მოსაზრებების და იდეების გასაცვლელად“, - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics