05:21 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-26 14:00:51, 2309 ნახვა

სამართალი
როგავების ოჯახის წევრების აქციაზე დაკავებულ ქალბატონს 250 ლარიანი ჯარიმა შეეფარდა

როგავების ოჯახის წევრების აქციაზე დაკავებულ ქალბატონს 250 ლარიანი ჯარიმა შეეფარდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ენგურის ხიდზე  მისი დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე- წვრილმანი ხულიგნობისა და 173-ე-კანონიერი განკარგულებისადმი, ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის  მუხლებით მოხდა.

მამა-შვილი როგავების ოჯახის წევრები საქართველოს ხელისუფლებისგან მათ გასათავისუფლებლად, უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ.

არჩილ და პაატა როგავები ე.წ. მესაზღვრეებმა  ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში, 5 აპრილს იმ დროს დააკავეს, როცა ისინი  მდინარე ენგურზე სათევზაოდ იმყოფებოდნენ.

მათ ბრალი  დე-ფაქტო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ედებათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics