19:19 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-26 12:33:49, 1453 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევში კორპუსების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება 47 მისამართზე მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი კორპუსების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 47 მისამართზე მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, გურამიშვილის გამზ. #48-50-ში მიმდინარე პროექტებს თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი ნაძალადევის რაიონის გამგებლთან, ირაკლი ხელაძესთან ერთად გაეცნო.

გურამიშვილის გამზ. #50-ში, ნაძალადევის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებით, სახურავის რეაბილიტაცია 1685 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს.

ამავე მისამართზე უკვე გამოიცვალა წყალსაწრეტი მილები. პარალელურად, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები ხორციელდება. რაც შეეხება გურამიშვილის #48-ს, აქ გამგეობის დაფინანსებით, იცვლება კანალიზაციის შიდა ქსელი. უახლოეს მომავალში კი დაიწყება კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია. 

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების საერთო ღირებულება 657 232 ლარია.

2017 წლის იანვრიდან დღემდე ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაკვეთით,  სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული სამუშაოები 53 კორპუსში განხორციელდა. დასრულებული პროექტების მთლიანი ღირებულება 547 560 ლარია.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics