12:32 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-22 12:03:16, 2597 ნახვა

მსოფლიო
„თალიბანმა“ ავღანეთის სამხედრო ბაზაზე თავდასხმა განახორციელა - დაიღუპა სულ მცირე 140 სამხედრო

მოძრაობა "თალიბანის" ბოევიკებმა ავღანეთში, სამხედროებზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც სულ მცირე 140 ჯარისკაცი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, თავდასხმის დროს ბოევიკებს ავღანეთის ჯარის სამხედრო ფორმები ეცვათ.

აღსანიშნავია, რომ ეს ყველაზე მასშტაბური თავდასხმაა ავღანეთის სამხედრო ბაზაზე, რომელსაც უპრეცენდენტო რაოდენობის მსხვერპლი მოჰყვა.

Reuters-ის ცნობით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც ჯარისკაცები ბაზაზე  მდებარე მეჩეთიდან გამოდიოდნენ. ბოევიკები ასევე თავს დაესხნენ იმ ჯარისკებს, რომლებიც სასადილოში იმყოფებოდნენ.

"თალიბანის" მებრძოლეებს თქმით, ბაზაში შესაღწევათ მათ თვითმკვლელი ტერორისტები გამოიყენეს.

"თალიბანმა" ბრძოლის დროს, რომელიც  მთელი დღე გრძელდებოდა,  10 ბოევიკი დაკარგა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
გალელ მასწავლებელს აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics