08:13 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-22 10:23:51, 2061 ნახვა

პოლიტიკა
საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფების მიერ მომზადებულ პროექტს დღეს კენჭს უყრიან

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დაასრულა. კომისიის სამუშაო ჯგუფების მიერ მომზადებულ პროექტს კენჭს დღეს უყრიან.

პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 15 დეკემბერის დადგენილებით შექმნილმა კომისიამ, სამუშაო ჯგუფის ფორმატში სამ ეტაპიანი შეხვედრები გამართა. ოთხი თვის განმავლობაში სამუშაო შეხვედრებზე კონსტიტუციის თავებისა და მუხლების დეტალური განხილვა-რედაქტირება დისკუსიის და დებატების რეჟიმში მიმდინარეობდა. კომისიის თითოეულ წევრს საკუთარი წინადადებების და მოსაზრებების წარმოდგენის საშუალება მიეცა.

სამუშაო ჯგუფის ფორმატში განხილულ საკითხებს, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე შეაჯამებენ.

მიღებული დოკუმენტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნება და საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის საქართველოს მოქალაქეებს წარედგინებათ. 

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, ოთხ თემატურ ჯგუფს მოიცავს. კერძოდ: ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფი; საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი; საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი; ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics