|
2017-04-21 14:42:27, 1892 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე: საქართველო ევროპული უსაფრთხოების სისტემის განუყოფელი ნაწილია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ფორუმში, სადაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ვრცლად ისაუბრა საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე, რუსეთის ფედერაციის პოლიტიკიდან მომდინარე საფრთხეებსა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობასა და რეგიონების მილიტარიზაციის პროცესზე, რაც მისი შეფასებით საფრთხეს წარმოადგენს არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის და ხელს უწყობს არასტაბილურობას. მინისტრის თქმით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული მოვლენების მიუხედავად, საქართველოს მთავრობას გააჩნია კონსტრუქციული პოლიტიკა რუსეთის ფედერაციის მიმართ. საქართველოს მთავრობის მიზანია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება. მან მადლობა გადაუხადა საერთაშორისო თანამეგობრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ ქვეყნებს ამ გამოწვევების წინაშე მდგარი საქართველოს მხარდაჭერისთვის. ამ კონტექსტში მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა ევროპის საბჭოში გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მე-15 კონსოლიდირებული ანგარიში - „კონფლიქტი საქართველოში", რომელმაც უპრეცედენტო მხარდაჭერა მიიღო. „საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ეფექტურად აღუდგეს წინ არსებულ საფრთხეებს და შექმნას უსაფრთხო, დემოკრატიული და ეკონომიკურად პერსპექტიული გარემო ყველა მოქალაქისათვის. უსაფრთხოება არ არის მხოლოდ გარე აგრესიისა და სხვა უსაფრთხოების რისკებისგან ქვეყნის დაცვა, არამედ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, პოლიტიკური და პირადი თავისუფლებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების უზრუნველყოფა" - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. მინისტრის განცხადებით ევროპული ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი შედეგები ცხადყოფს საქართველოს მისწრაფებებს ევროპისკენ, რასაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს. „საერთო ძალისხმევით, ჩვენ შეგვიძლია დავძლიოთ ის პრობლემები, რომელთა წინაშე ვდგავართ. საქართველო მზად არის ნატოსა და ევროკავშირისთვის კვლავ დარჩეს სანდო პარტნიორად რეგიონში, მაგრამ არა მხოლოდ პარტნიორად, არამედ ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ გავხდეთ ორივე ორგანიზაციის სრულფასოვანი წევრი - ეს არის საქართველოს მომავალი", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)