|
2017-04-19 14:34:38, 1946 ნახვა
პოლიტიკა
გომელაური: 2016 წელს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ, გამოძიება სისხლის სამართლის 17 საქმეზე დაიწყო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 2016 წლის განმავლობაში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 17 საქმეზე. როგორც მან პარლამენტში 2016 წლის ანგარიშისის წარდგენისას განმარტა, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემულია 21 პირი. „2016 წლის 20 აგვისტოს ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისათვის და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარების ფაქტზე, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა საქართველოს 7 მოქალაქე. გამოძიებით დადგინდა, რომ დასახელებული პირები ამზადებდნენ სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთი-სომხეთის გაზსადენის ღია მონაკვეთის დაზიანებას აფეთქებით. შვიდივე პირი მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბრალდებულის სახით სხვადასხვა კვალიფიკაციით. თბილისის საქალაქო სასამართლოში ამჟამად მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა. ხაზგასასმელია უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტების დაცულობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დამტკიცებულია სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტების ნუსხა, სულ 25 სუბიექტი. 2016 წლის განმავლობაში, ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა სამსახურსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებს შორის. ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი სათანადო დახმარებასა და კონსულტაციებს უწევს შესაბამის ორგანიზაციას სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით“,-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)