10:57 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-18 14:26:36, 2429 ნახვა

მსოფლიო
ტერეზა მეიმ დიდ ბრიტანეთში ვადამდელი არჩევნები დანიშნა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ვადამდელი არჩევნები დანიშნა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, პრემიერის გადაწყვეტილებით, დიდ ბრიტანეთში საერთო ვადამდელი არჩევნები 8 ივნისს გაიმართება.

ტერეზა მეის განცხადებით, დღევანდელ რეალობაში, ევროკავშირის რეფერენდუმის შემდეგ ქვეყანას ძლიერი და სტაბილური ხელმძღვანელობა სჭირდება.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის პროცედურა უკვე ამოქმედდა. 

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმი 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა. ამ გადაწყვეტილებას მხარი პლებისციტში მონაწილე მოქალაქეების ნახევარზე მეტმა დაუჭირა, რის შემდეგაც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი გადადგა - ის ევროკავშირიდნ გასვლას ეწინააღმდეგებოდა. მისი ადგილი ტერეზა მეიმ დაიკავა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics