|
2017-04-10 17:32:44, 2412 ნახვა
ეკონომიკა
ბოშის დღეები „ელიტ ელექტრონიქსში“
მხოლოდ ორი დღით, 10 და 11 აპრილს ელიტ ელექტრონიქსი და ბოში მომხარებელს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 50%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს ბოშის ბრენდის ტექნიკაზე. აქციის ფარგლებში თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ მაცივარი, გაზქურა, სარეცხის მანქანა, ჭურჭლის სარეცხი მანქანა და სხვა უამრავი საოჯახო ტექნიკა. აქცია მოქმედებს ელიტ ელექტრონიქსის ყველა ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებისას ასევე განვადებით შეძენის შემთხვევაში. ელიტ ელექტრონიქსი გახლავთ ბოშის ბრენდის ექსკლუზიური რითეილ პარტნიორი საქართველოში. კომპანია ბოში 1886 წელს დაარსდა გერმანიაში, ქალაქ შტუტგარტში. კომპანიის დამაარსებლის რობერტ ბოშის დევიზი გახლდათ - "სჯობს დაკარგო ფული, ვიდრე ნდობა". ინოვაციები და ტექნოლოგიური განვითარება კომპანის განუყოფელი ნაწილია. სხვადასხვა პატენტების რაოდენობით ბოშის ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უკავია მსოფლიოში ტექნიკის მწარმოებელ კომპანიებს შორის. ენერგო ეფექტური ტექნიკა, ყველაზე მაღალტექნოლოგიური სარეცხის მანქანები, ყველაზე ჩუმი მტვერსასრუტები (კონტეინერით), ყველაზე მძლავრი მულტირობოტები, მაცივრები ხილის და ბოსტნეულის ყველაზე ხანგრძლივი შენახვის შესაძლებლობით - იმ პროდუქტების არასრული ჩამონათვალია, რასაც კომპანია მომხმარებლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით სთავაზობს. ყველა ეს ტექნიკა ხელმისაწვდომია საქართველოში ელიტ ელექტრონიქსის მაღაზიათა ქსელში. ელიტ ელექტრონიქსი უკვე 21 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. ელიტ ელექტრონიქსი არის ყველაზე ფართოდ გავრცელებული ქსელი, ტექნიკის ყველაზე დიდი არჩევანით და ექსკლუზიურად წარმოდგენილი ბრენდებით. კომპანია ზრუნავს შექმნას შოპინგისთვის კომფორტული გარემო და სწორედ ამიტომ უკვე არაერთ ქალაქში გახსნა უნიკალური კონცეფციის მაღაზიები.
(R)
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)