07:51 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-07 19:11:47, 2521 ნახვა

მსოფლიო
იუნკერი სტოკჰოლმის მოვლენებზე: ევროკავშირის წევრ ქვეყანაზე თავდასხმა, იგივეა რაც ევროკავშირზე თავდასხმა

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი სტოკჰოლმში მომხდარ სავარაუდო ტერაქტს გამოეხმაურა.

როგორც იუნკერი სოციალურ ქსელ Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, ის შვედ ხალხს სოლიდარობას უცხადებს.

"ჩვენ ვართ შვედი ხალხის გვერდით და მათ სოლიდარობას ვუცხადებთ. თავდასხმა, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყანაზე განხორციელდა, გაიგივებულია ევროკავშირზე თავდასხმასთან", - წერს ჟან-კლოდ იუნკერი.

შეგახსენებთ, რომ სტოკჰოლმში სატვირთო მანქანა ქალაის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე ხალხში შევარდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 8 დაშავდა. ქვეყნის პრემიერმა აღნიშნულ ინციდენტს ტერაქტი უწოდა. ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცველები მუშაობენ. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა ერთი ადამიანი უკვე დააკავეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics