22:54 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-07 15:49:03, 2048 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
სამადაშვილი პრეზიდენტს: თქვენთვის მინიჭებული უფლება უნდა გამოიყენოთ, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვა შეძლოთ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის შეფასებით, პრეზიდენტს ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე მეტი უნდა ესაუბრა.

როგორც სამადაშვილმა დებატების ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა,  სახელმწიფოს მეთაურის მხრიდან, ანექსიის პრობლემაზეც ასევე  მეტი უნდა მოესმინათ:

 „რეალურად ქართული სახელმწიფო და ახალგაზრდა დემოკრატია, რომელიც ამ ქვეყანაში  შევქმენით, დგას ყოფნა-არ ყოფნის საფრთხის წინაშე და ვფიქრობ, პრეზიდენტს ამ პრობლემაზე აქ ბევრად მეტი უნდა ესაუბრა. საქართველო ძალიან სწრაფად ემსგავსება პოსტსაბჭოთა სივრცეში კიდევ ერთი გაუგებარი პოლიტიკური სისტემის, ოლიგარქიული მმართველობის რეჟიმის მქონე ქვეყანას. ნეპოტიზმი და კორუფცია დაბრუნდა ჩვენს ცხოვრებაში. ჩემთვის ცოტათი უცნაური იყო, რომ მეტი არ მოვისმინეთ დღეს აქ ანექსიის პროცესზე, რომელიც მიმდინარეობს აფხაზეთსა და ოსეთში. რეალურად, რუსეთი აძლიერებს საკუთარ თავდასხმით შესაძლებლობებს  ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებში. ვფიქრობ, დღეს თქვენ კონსტიტუციით თქვენთვის მინიჭებული უფლება უნდა გამოიყენოთ იმისათვის, რომ შეძლოთ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვა  და განვითარება“,-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics