|
2017-04-07 13:44:24, 1708 ნახვა
პოლიტიკა
წერეთელი: პრეზიდენტის გამოსვლა უფრო კრიტიკულიც შეიძლებოდა ყოფილიყო
„პრეზიდენტის გამოსვლაში ბევრი მიმართულება იყო, შეიძლებოდა უფრო კრიტიკულიც ყოფილიყო სხვადასხვა მიმართულებით“,-ასე გამოეხმაურა „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას. დეპუტატის თქმით, პრეზიდენტს, მთავრობას, პარლამენტს უნდა ესმოდეს ყველაზე გაჭირვებული ადამიანის ხმაც. „პრეზიდენტის გამოსვლაში ბევრი მიმართულება იყო, შეიძლებოდა უფრო კრიტიკულიც ყოფილიყო სხვადასხვა მიმართულებით. ეკონომიკასთან დაკავშირებით მისი მხრიდან გაკეთდა განცხადებები და დღევანდელი ვითარება ძალიან საყურადღებოა, რადგან მოსახლეობის უმეტესობას უჭირს და განვითარების ეს ტემპი ვერანაირად ვერ აკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნებს. ყველა კვლევაში აჩვენებს, რომ ფინანსური დაცულობა ნაკლებია ქვეყანაში და ამ მხრივ ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი. პრეზიდენტს საკმაოდ სწორი გზავნილი ჰქონდა „მოვუსმინოთ ხალხს.“ პრეზიდენტს, მთავრობას, პარლამენტს უნდა ესმოდეს ყველაზე გაჭირვებული ადამიანის ხმაც. ასევე მინდა ვთქვა, რომ ევროპულ საქართველოს ბიზნესთან დაკავშირებით შეთავაზებული აქვს პაკეტი მთავრობისთვის, რომლითაც სტიმულირება უნდა მოხდეს ბიზნესის და სამუშაო ადგილების შექმნაც. ასევე მინდა ვისაუბრო ოკუპირებულ ტერიტორიებსაც რომელსაც პრეზიდენტიც შეეხო, რუსეთი ასრულებს ანექსიას, ამიტომ საჭიროა კონსოლიდირებული მუშაობა და არა კინკლაობა სახელისუფლებო შტოებს შორისდა სწორია, რომ ერთიანი პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე ჰქონდა საუბარი პრეზიდენტს. ასევე ქუთაისზე იყო საუბარი და ჩვენ ევროპული საქართველო ვიბძვით იმისათვის რომ ქუთაისს შეუნარჩუნდეს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი. ცნობისთვის, საქართველოს საგაზაფხულო პლენარულ სესიაზე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოველწლიური მოხსენებით უკვე წარსდგა. ამჟამად პარლამენტში 2 საათიანი შესვენებაა გამოცხადებული, რის შემდეგადაც დებატების პროცესი დაიწყება, რომელშიც დეპუტატები და მთავრობის წევრები მიირებენ მონაწილეობას. პრეზიდენტის მოხსენებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცი-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ესწრებიან.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)