03:43 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-05 13:43:44, 1604 ნახვა

საზოგადოება
თიბისი არტ გალერეა უჩა ჯაფარიძის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

თიბისი არტ გალერეაში ცნობილი ქართველი მხატვრის, უჩა ჯაფარიძის  ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. გამოფენა  მხატვრის 110-ე წლისთავს ეძღვნება.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ქართული ფერწერის კლასიკოსად აღიარებული უჩა ჯაფარიძის მიერ  1926-85 წლებში  შესრულებული 60 ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი, რომლებიც  მხატვრის  სახლ-მუზეუმის კოლექციის ნაწილს წარმოადგენს  და ნაკლებადაა ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის.

გამოფენა იმ პროექტის გაგრძელებაა, რომელიც უჩა ჯაფარიძის შემოქმედების კვლევასა და კრიტიკულ ანალიზს ისახავს მიზნად.  გასულ წელს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრისა და თიბისი არტ გალერეის მხარდაჭერით გამოიცა მონოგრაფია-ალბომი „ცხოვრება და სიკვდილი უჩა ჯაფარიძისა" (პროექტის ვტორები: დავით ანდრიაძე, ქეთევან კორძახია).

უჩა ჯაფარიძე ქართული საბჭოთა მხატვრობის აღიარებული ლიდერი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი და სახელმწიფო და რუსთაველის პრემიების ლაურეატია. მისი შემოქმედების გარეშე  თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების სრულყოფილი წარმოჩენა  შეუძლებელია.

გამოფენას თიბისი არტ გალერეა 4 მაისამდე უმასპინძლებს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics