|
2017-04-05 11:58:37, 1439 ნახვა
საზოგადოება
მეცნიერებათა აკადემიაში შალერ ბენიას დაბადებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია ჩატარდა
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინიციატივითა და ორგანიზებით ცნობილი მეცნიერის, პროფესორ შალერ ბენიას დაბადებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე „საქართველოს თანამედროვე ეკონომიკური მდგომარეობა და მისი განვითარების პერსპექტივები“ გაიმართა. კონფერენციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, პროფესორები, მეცნიერები, საზოგადო მოღვაწეები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე პროფესორის მოღვაწეობასა და მის დამსახურებაზე ისაუბრეს. შალერ ბენია იყო საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის კათედრის გამგე, აგრარული განათლების და ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიების ნამდვილი წევრი, 202 სამეცნიერო ნაშრომისა და 5 სახელმძღვანელოს ავტორი. მას საქართველოში აგრარულ-სტატისტიკური მეცნიერების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის ღირსების მედალი გადასცეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)