03:43 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-05 11:44:09, 1345 ნახვა

საზოგადოება
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სამუშაო ვიზიტით შვედი ექსპერტები იმყოფებიან

ექსპერტები ქართველ კოლეგებთან ერთად დამისამართების ახალ მოდელს და მის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობას, სოფლად არსებული გეოგრაფიული ობიექტების აღწერასა და დანომვრას, დოკუმენტაციის შედგენასა და სხვა საკითხებს განიხილავენ.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საჯარო რეესტრიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ამას გარდა, შვედი ექსპერტები საქართველოში ადმინისტრაციულ საზღვრებთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციასა და გამოწვევებს გაეცნობიან,  ქართველ კოლეგებს შვედურ მოდელს გააცნობენ და  მომავალ საქმიანობებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს მოამზადებენ.

სამუშაო შეხვედრები გაიმართება მეტამონაცემების მართვაზე, სადაც   NSDI-ის მეტამონაცემების პროფილთან, კატალოგთან, რედაქტორთან და გეოპორტალზე გამოქვეყნებასთან დაკავშირებული საკითხები იქნება განხილული.

სამუშაო ვიზიტი პროექტის „მიწის საინფორმაციო სისტემის სანდოობა საქართველოში" ფარგლებში ტარდება, რომელიც საჯარო რეესტრისა და შვედეთის კარტოგრაფიის, კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის ორგანოს (Lantmäteriet) მიერ, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) დაფინანსებით ხორციელდება.

სამუშაო ვიზიტი 6 აპრილს დასრულდება.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics