|
2017-04-04 14:23:03, 1521 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევში კორპუსების წყალ-კანალიზაციის ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი კორპუსების წყალ-კანალიზაციის ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება ზღვის უბანში (თემქა) - მე-11 მ.რ, მე-2 კვარტლის მე-20 კორპუსში, სადაც კანალიზაციის სისტემა მთლიანად იცვლება. მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე ადგილზე გაეცნო. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე შიდა ქსელის რეაბილიტაციის შემდეგ, მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა. კონკრეტულად, ამ პროექტისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 60 651 ლარი გამოიყოფა. გამგეობა, თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, მსგავსი ტიპის სამუშაოების ღირებულების 85%-ს ანაზღაურებს. 2017 წლის იანვრიდან დღემდე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, გამგეობამ წყალ-კანალიზაციის რეაბილიტაციის 13 პროექტი დაამტკიცა. უკვე დაფინანსებული პროექტების გარდა, წლის ბოლომდე ანალოგიური სამუშაოები კიდევ რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსში განხორციელდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)