02:15 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-03 15:47:14, 1672 ნახვა

საზოგადოება
ამაღლების ქუჩაზე ხვალ სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება

მთაწმინდის რაიონში, ამაღლების ქუჩაზე, საგზაო სამუშაოების გამო, სატრანსპორტო გადაადგილება 4 აპრილს, 09:00 საათიდან 19:00 საათამდე შეიზღუდება. 

როგორც  „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს,  09:00 საათიდან 19:00 საათამდე შინდისის, წავკისის, ტაბახმელას, კოჯრის, კიკეთისა და ოქროყანის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს დროებით შეცვლილი მარშრუტით.

„ავტობუსები ორბელიანის მოედნიდან პუშკინის ქუჩით ავლენ თავისუფლების მოედანზე, მოტრიალდებიან ბარათაშვილის ქუჩისკენ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და  გორგასლის ქუჩის გავლის შემდგომ აუხვევენ შინდისის ახალ გზატკეცილზე, საიდანაც გზას გააგრძელებენ დადგენილი სქემით.

ზემოთჩამოთვლილი დასახლებებიდან თბილისის ცენტრისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი არ იცვლება.

შეზღუდვა არ შეეხება მხოლოდ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადებს, საგანგებო სამსახურსა და საპატრულო პოლიციას

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!“,-ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics