|
2017-04-01 12:38:10, 1422 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა
იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ახალგაზრდული პროგრამების მონაწილეებისთვის იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა. დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და ეროვნული არქივის ერთობლივ პროექტში - „სასწავლო ვიზიტი საქართველოს ეროვნულ არქივში" - თბილისის საჯარო სკოლების 14-დან 18 წლამდე ასაკის 50 მოსწავლე მონაწილეობს. ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდები გაეცნენ ეროვნული არქივის საქმიანობასა და მის სტრუქტურას, დაათვალიერეს აკაკი შანიძისადმი მიძღვნილი გამოფენა, მიიღეს ინფორმაცია არქივში დაცულ საინტერესო და მრავალფეროვანი დოკუმენტების შესახებ. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა" და სსიპ „საქართველოს ეროვნული არქივის" თანამშრომლობის მიზანია იმ ახალგაზრდული პროგრამების მხარდაჭერა, რომლის ფარგლებშიც სამომავლოდ იგეგმება ახალგაზრდებისთვის საინტერესო და საგანმანათლებლო-შემეცნებითი აქტივობები. სამომავლო ღონისძიებები შეირჩევა მონაწილეთა ინტერესების მიხედვით. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ახალგაზრდული პროგრამები, ამჟამად, 18 ქალაქში ხორციელდება, რომელთა მიზანია არასრულწლოვნებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მოხალისეობრივი კულტურის განვითარება, პიროვნული განვითარება და კულტურულ-შემოქმედებითი ინიციატივების წახალისება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)