09:35 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-30 14:33:33, 2291 ნახვა

ეკონომიკა
ქართველმა სტარტაპერებმა სილიკონ ველიში წამყვან მენტორებთან ტრენინგები გაიარეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლები და სახელმწიფო პროგრამა ,,სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებული გუნდები, სააგენტოს მხარდაჭერით, შეერთებულ შტატებში სილიკონ ველიში იმყოფებიან.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში  სტარტაპერებმა სილიკონ ველის წამყვან მენტორებთან ე.წ. bootcamp ტრენინგები გაიარეს.

სტარტაპები სამედიცინო, ფინანსური ტექნოლოგიების, ვირტუალური რეალობისა და ბაქტერიოფაგების სექტორებს წარმოადგენენ. გამარჯვებულ გუნდებს ტრენინგები სილიკონ ველის წამყვანმა სპეციალისტებმა და მენტორებმა გაყიდვების, გლობალური ორგანიზაციის ფორმირების, რისკების შეფასების, ინტელექტუალური საკუთრების მართვისა და მოლაპარაკების მიმართულებით ჩაუტარეს.

ტრენინგები მორგებული იყო, „სტარტაპ საქართველოს“ ფარგლებში ჩატარებული,  სამთვიანი მენტორშიპის პროგრამის საჭიროებებს.  ტრენინგებთან ერთად სტარტაპებს შესაძლებლობა აქვთ შეხვედრები გამართონ პოტენციურ ინვესტორებთან, მომხმარებლებთან და პარტნიორებთან. მათ  უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ, წარადგინონ თავიანთი კომპანიები 50-მდე ვენჩურული ინვესტორის წინაშე, რომლებიც დაინტერესდნენ მათი პროექტებით. ქართველი სტარტაპერები ამერიკელი ინვესტორებისგან სამომავლო თანამშრომლობასა და  ფონდების მოზიდვაზე მუშაობენ.

საქართველოს მთავრობა სილიკონ ველის ვენჩურული ინვესტორების საქართველოში შემოსვლას მხარს უჭერს.

სილიკონ ველი არის მსოფლიოს  წამყვანი ისეთი მაღალტექოლოგიური კორპორაციების სამშობლო, როგორებიცაა Facebook, Google, Yahoo, Cisco, Oracle, Apple, Adobe, Ebay Intel, Twitter. ეს არის  ადგილი, სადაც იქმნება მსოფლიოს ყველაზე რევოლუციური გამოგონებები, რომლებიც ყოველდღიურად ახდენენ  ზეგავლენას ჩვენს ცხოვრებაზე. 

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 230-ს გადააჭარბა
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics