|
2017-03-28 14:45:44, 1715 ნახვა
საზოგადოება
შიდა ქართლში აზიური ფაროსანას დამჭერი ხაფანგების განთავსებაზე პრაქტიკული სწავლება გაიამართა
დასავლეთ საქართველოში გავრცელებული მცენარეთა მავნებლის, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების განსახორციელებლად პრაქტიკული სწავლების მორიგი ეტაპი შიდა ქართლის რეგიონში კახეთისა და შიდა ქართლის სპეციალისტებისთვის გაიმართა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წამყვანი ამერიკელი ენტომოლოგების მონაწილეობით, გორის სოფელ კარალეთში, ვაშლის პლანტაციაში მავნებლის დამჭერი ხაფანგები (ფერომონები) განათავსეს. მათივე ინფორმაციით, ტრენინგზე ყურადღება შხამ-ქიმიკატების გამოყენებისას უსაფრთხოების წესების დაცვაზეც გამახვილდა. „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები სამეტაპიანია. პირველი და უმთავრესი ეტაპია მოსახლეობის ინფორმირება. ამ მიმართულებით კამპანია აქტიურ ფაზაში შედის. ბრძოლის მეორე ეტაპი - მონიტორინგი - მავნებლის გავრცელების დადგენაში დაგვეხმარება. აღნიშნულის მიზნით, მსოფლიოში ცნობილი ენტომოლოგები პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას უტარებენ ჩვენს სპეციალისტებს. მონიტორინგის შედეგების მიხედვით დაიგეგმება მესამე ეტაპის - უშუალოდ ბრძოლის ღონისძიებების ჩატარება", - აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, გიორგი იაკობაშვილმა. როგორც პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპენციური მეხილეობის ენტიმოლოგმა გრეგორას კრავჩიკმა აღნიშნა, ხაფანგის საშუალებით ტარდება მონიტორინგი, რომელიც ინფორმაციას იძლევა თუ რა რაოდენობის მავნებელია გავრცელებული რეგიონში.
ცნობისთვის, აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა და 2016 წელს გავრცელდა. მავნებელმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მეთხილეობის დარგს. ინვაზიური მავნებელი, თხილის გარდა, აზიანებს თითქმის ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო კულტურას. (NS)
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)