|
2017-03-27 15:18:15, 2030 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა ე.წ. მოსმენების კანონს ხელი მოაწერა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ე.წ მოსმენების კანონს ხელი მოაწერა. როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პრეზიდენტი პატივს სცემს საკონსტიტუციო სასამართლოს მის გადაწყვეტილებას და შესაბამისად ხელს აწერს იმ კანონს, რომელიც პარლამენტმა მიიღო. „საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების, ე.წ მოსმენების ახალი სისტემა უნდა ამოქმედდეს 2017 წლის 31 მარტიდან. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, ე.წ. ვეტო მოსმენების კანონთან დაკავშირებით, ამით, ფაქტობრივად ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, შეგვექმნა თვისობრივად ახალი დამოუკიდებელი სისტემა. პრეზიდენტი პატივს სცემს საკონსტიტუციო სასამართლოს, მის გადაწყვეტილებას, ხელს აწერს იმ კანონს, რომელიც პარლამენტმა მიიღო. ამავე დროს საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება ის ფაქტი, რომ მრავალი ორგანიზაცია თუ ადამიანი აპირებს, რომ ახალი სისტემის შექმნისთვის იბრძოლოს სხვადასხვა სამართლებრივ ასპარეზზე, იქნება ეს საკონსტიტუციო სასამართლოში თუ სტრასბურგში, მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს პრეზიდენტს ექნება აქტიური კონსულტაცია ყველა იმ ჯგუფთან, რომელიც ამ ბრძოლაში არის დაინტერესებული“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)