19:10 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-26 17:56:42, 1462 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ პატარაძე ახალგაზრდულ ფორუმს დაესწრო

დღეს სასტუმრო ,,ოაზისში" ჩატარდა ფორუმი სახელმწოდებით ,,რეგიონის განვითარება და ახალგაზრდობის როლი». ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

ფორუმი კითხვა -პასუხის რეჟიმში წარიმართა. რეგიონის პირველმა პირმა სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

ზურაბ პატარაძემ ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდების განათლების საქმეში სახელმწიფოს მხრიდან არსებულ ხელშეწყობაზე და მათ როლზე რეგიონის განვითარებაში. მთავრობის თავმჯდმომარემ ყურადღება გაამახვილა ასევე ვიზალიბერალიზაციის თემაზე და იმ ახალ რეალობაზე და შესაძლებლობებზე, რომელსიც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ ხშირი კომუნიკაცია და შეხვედრები მთავრობასა და ახალგაზრდობას შორის აუცილებელია: ,, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის და რეგიონის ახალგაზრდებს აქვთ დიდი მომავალი. ასევე მჯერა იმისაც, რომ ჩვენ ყველა ერთად, აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას".

ფორუმში მონაწილეობას  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის,ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიისა და საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ. 

ფორუმი სპორტისა და ახალგარზდობის საქმეთა დეპარტამენტის „ახალგაზრდობის საქმეთა სფეროს ხელშეწყობის ფარგლებში" გაიმართა. ფორუმი 2 დღიანი იყო და დღეს დაიხურა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics