|
2017-03-25 18:54:51, 1903 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ პატარაძე ბათუმის ბოტანიკურ ბაღში „კამელიების“ გამოფენა-გაყიდვას დაესწრო
ბათუმის ბოტანიკური ბაღში „კამელიის" სახეობების და ჯიშების პოპულარიზაციისა და დაინტერესებული პირებისათვის მათი გაცნობის მიზნით, კამელიების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო იაპონური კამელიის 70-მდე ჯიში და 20-მდე ჰიბრიდული ფორმა. "ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მორიგი არაჩვეულებრივი „კამელიების" გამოფენა მოეწყო, ეს არის დღესასწაული, ფესტივალი. დაგეგმილია სხვა ანალოგიური ღონისძიებები. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ჩვენი რეგიონის ცნობადობის ამაღლებას, უამრავი უცხოელი ტურისტი და ვიზიტორი ჩამოდის, რომელთაც აქვთ საშუალება მოინახულონ და დატკბნენ ჩვენი ბათუმის „სავიზიტო ბარათით" ბათუმის ბოტანიკური ბაღით. მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ხშირად იარონ ბოტანიკურ ბაღში, ასევე მადლობა გადავუხადო ბაღის ადმინისტრაციას", - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. აღნიშნული ღონისძიება, ხელს უწყობს საზოგადოებაში ბოტანიკური ბაღის ცნობიერების გაზრდას, კერძოდ, კი ბაღის კოლექციაში არსებული გვარ „კამელიის" ჯიშებისა და ფორმების გავრცელებას მოსახლეობასა და დასახლებული პუნქტების გამწვანებაში. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)