17:50 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-25 12:34:52, 1316 ნახვა

საზოგადოება
„ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეები ახალ აქციებს აანონსებენ

მთავრობის ადმინისტრაციასთან "ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები მორიგ აქციას მართავენ.

როგორც მოვაჭრეები აღნიშნავენ, საკრებულომ კომპენსაციის სახით 3000 ლარი შესთავაზა, რაც მოვაჭრეებისთვის მიუღებელია. 

"შემოგვთავაზეს 3000 ლარი და ამით უნდათ პასუხისმგებლობა მოიხსნან. ჩვენ 3000 ლარი უკვე ვალი დაგვედო, პირველადი საჭიროებისთვის ვითხოვთ 5 000 ლარს, საბოლოოდ კი ზიანის სრულად ანაზღაურებას", - აცხადებს ზვიად რაფავა.

მათივე ინფორმაციით, ხვალ პარლამენტთან შეიკრიბებიან, მომდევნო დღეებში კი აქციები საელჩოების წინ გაგრძელდება.

ცნობისთვის, "ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებულებს 3 000 ლარი გუშინ ერთჯერადი კომპენსაციის სახით თბილისის საკრებულომ შესთავაზა. 

შეგახსენებთ, რომ თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე არსებული "ბავშვთა სამყარო" 30 იანვარს დაიწვა,  რამაც მოვაჭრეების პროდუქცია გაანადგურა. დაზარალებულებმა რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართეს  და ხელისუფლებას მოთხოვნები წაუყენეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics