02:53 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-25 09:50:32, 2378 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთის ქალაქ ლილიში სროლა იყო - დაჭრილია 3 ადამიანი

საფრანგეთის ქალაქ ლილეში უცნბმა პირებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც სულ მცირე 3 ადამიანი დაიჭრა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, დაჭრილთა შორის 14 წლის მოზარდია. მას ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიღებული. 

აღნიშნული ინციდენტი, ქალაქის მეტროსადგურ "პორტ დე არესთან" მოხდა. ინციდენტი საქართველოს დროით ღამის 01:00 საათზე მოხდა.

თვითმხილველების თქმით, მეტროს წინ გაჩერდა წითელი ფერის "რენო მეგანის" მარკის ავტომანქანა და მანქანაში მსხდომმა ორმა პიროვნებამ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართო სროლა ატეხა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, თავდამსხმელები ადგილიდან მიიმალნენ და მიმდინარეობს გამოძიება. სვა დეტალები ამ დროისთვის არ ვრცელდება. ამასთან, უცნობია იყო თუ არა ეს ტერორისტული აქტი.   





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics