|
2017-03-24 17:08:38, 1513 ნახვა
საზოგადოება
შსს-სა და განათლების სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს აკადემიის რექტორმა, გივი მიქანაძემ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა მოაწერეს ხელი. მემორანდუმი მოიცავს საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობას, ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების, ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების განხორციელებას, რესურსების, მათ შორის, ინტელექტუალური და ტექნიკური რესურსის გაზიარებასა და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების ხელშეწყობას. მხარეებმა სამუშაო შეხვედრაზე შსს-ს აკადემიის მიერ ინიცირებულ ახალ პროექტზეც - „ერთი დღე აკადემიაში“ - იმსჯელეს და შეთანხმდნენ, რომ საჯარო სკოლის მოსწავლეების ვიზიტი შსს-ს აკადემიაში მიმდინარე წლის მაისში საპილოტე რეჟიმში განხორციელდება. პროექტის ფარგლებში, შსს-ს აკადემიის თანამშრომლების, ლექტორებისა და ინსტრუქტორების მხარდაჭერით, საჯარო სკოლის მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა საგანმანათლებლო სასწავლო კურსსა და პრაქტიკულ სამუშაოში. შეხვედრის ბოლოს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა შსს-ს აკადემიის ინფრასტრუქტურა, სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, რეალური და ვირტუალური ტირი და იმიტირებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაათვალიერა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)